2023 წლის 16 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობა“. კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი კონფერენციაში მონაწილეობისათვის იწვევს სამცხე-ჯავახეთის ისტორიისა და კულტურის ყველა მკვლევარს. კონფერენციის თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით. კონფერენციაში მონაწილების მსურველებმა საორგანიზაციო ჯგუფის სახელზე უნდა გამოაგზავნონ თეზისი ქართულ ენაზე (მაქს. მოცულობა-600 სიტყვა).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 4 დეკემბერი. თეზისი უნდა შეიცავდეს: მოკლე ინფორმაციას მომხსენებლის შესახებ, მოხსენების სათაურს, მოხსენების ძირითად ტექსტს.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ეგიდით.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტი. 599232407; 599163767.
ელ.ფოსტა: bondo.kupatadze@tsu.ge; nino.silagadze@tsu.ge.